ჩვენ შესახებ

,,ღვინო მზეი“

უძველესი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო და ოჯახური ტრადიცია, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაგრძელდა – „მზეი“ ადგილობრივ ბაზარს სწრაფად ითვისებს საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამას ყველა ერთხმად აღიარებს. ჩვენს ქვეყანაში ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ტრადიცია არსებობს. მისი ისტორია ერთ- ერთი უძველესია ევროპის ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, საქართველოში 7000 წლის წინ ღვინის არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში. თავის მხრივ, ქართული ღვინოები გამოირჩევა განსაკუთრებული არომატითა და  დამზადების თავისებური ტექნოლოგიებით. ადგილობრივ ბაზარზე უამრავი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩამოსხმულ ღვინოს  ვხვდებით და არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. მას კიდევ ერთი ბრენდი, ბიო ღვინო – „მზეი“ შეემატა, რომლის დამფუძნებელმაც ძველი ოჯახური ტრადიცია გააგრძელა და ღმერთების სასმელს იმ ტექნოლოგიით ამზადებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

1
67697128_2410773152476055_1025115595844091904_o

ღვინო მზეის დამფუძნებელი ზურა მოგელაძე არის აფხაზეთიდან, კერძოდ განთიადიდან. მისი ბაბუა იყო მეღვინე და ჰქონდა ოჯახური მარანი, სადაც ღვინოს   აყენებდა როგორც ქვევრში, ისე მუხის კასრებში. ძირითადად ციცქა-ცოლიკაური. მთელი ოჯახი იყო მეღვინეობაში ჩართული, თუმცა აფხაზეთის ომის შემდეგ დაკარგეს ყველაფერი, ბაბუა საკუთარ სახლში მოკლეს, სახლი და მარანი გადაგვიწვეს. ზურაბ მოგელაძეს საფრანგეთში მოუწია ცხოვრება, პროფესიონალი მორაგბე იმ  ქალაქში იმყოფებოდა, სადაც მეღვინეობას მისდევენ, აქედან გამომდინარე ზურას  გაუჩნდა სურვილი, აღედგინაა ოჯახური ტრადიცია და 2012 წელს, როდესაც ჩამოვიდა  საქართველოში, იყიდა ნაკვეთი კახეთში. გადაწყვიტა გაეშენებინა ვენახი და დაეწყო  ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა ღვინის ზუსტად იმ ტექნოლოგიით დამზადება, რასაც მისი წინაპრები იყენებდნენ. ამჟამად მზეის ვენახებში მოყავს რამდენიმე ჯიში ღვინო – რქაწითელი, საფერავი,  მწვანე, ვარდისფერი რქაწითელი… ვენახი გაშენებულია 5,5 ჰექტარზე. ააშენა მარანი,  რომელიც გათვლილია მარტო ღვინო მზეის მოსავლის ტევადობაზე – 30 ტონა ყურძენზე.  მარანს აქვს თავისი სარდაფი, რომელშიც განთავსებულია 13 ტონა მოცულობის 32  ქვევრი. მტავარი მიზანი არის ის, რომ ყოველი მოსავლიდან ღვინო დაგვეძველდეს.  კახეთში მოყვანილი ყურძენი ხომ მაღალმჟავიანობით გამოირჩევა, რაც დაძველების  დიდ პოტენციალს იძლევა. შესაბამისად, სამომავლოდ, პროდუქციის 30%  დაძველებული საკოლექციო ღვინო იქნება.  ღვინო მზეი არის ბიოლოგიურად სუფთა ღვინის დამზადების ოჯახური ფორმულა,  რომელიც ჭაჭის სინთეზის შედეგად სასმელის ტანინიანობას განაპირობებს.  გარდა ოჯახის წევრებისა, ღვინის წარმოებაში კიდევ 25-მდე ადამიანი არის  დასაქმებული. ღვინო „მზეი“ იქნება საკოლექციო ღვინოები, რომლებიც დაძველებული იქნება სულ მცირე სამი წლით. ამჟამად კომპანიას ათვისებული აქვს ქართული ბაზარი, თუმცა  იგეგმება, ღვინის საქართველოს ფარგლებს გარეთაც – იმპორტზე გატანა.